|
21 ივნისი 2008 12:16 თურქეთი ნახევარფინალშია
|
|
ირველი სახიფათო დარტყმა მე-5 წუთზე, ჰამიტ ალტინტოპმა განახორციელა,
მაგრამ მისი დარტყმული მეტოქის კარს ასცდა. იმავე წუთზე, უფრო სახიფათო
შეტევა განახორციელეს ხორვატებმა და დარიო სრნას შეეძლო ანგარიშის გახსნა,
მაგრამ მისი მცდელობაც უშედეგო გამოდგა. მე-19 წუთზე, ხორვატებმა ძალზე
სახიფათო იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის კარზე და თურქი მცველების
შეცდომის შემდეგ, ოლიჩი ცარიელ კართან ერთ მეტრში აღმოჩნდა. იმ მომენტში
გოლის გატანა იმდენად რეალური იყო, რომ სათადარიგო სკამზე მსხდომი ხორვატი
ფეხბურთელები უკვე ზეიმობდნენ კიდეც ანგარიშში დაწინაურებას, მაგრამ
თურქები კარის ზედა ძელმა იხსნა. დამატებითი ტაიმებისთვის მეტი ენერგია თურქებს აღმოაჩნდათ, რომლებიც მთელი
30 წუთის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ გოლის გატანას ვერა
და ვერ ახერხებდნენ. შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე კი, მოდრიჩის კარგი
თამაშისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, კლასნიჩმა თავური დარტყმით
ანგარიშის გახსნა მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამატებულ
ტაიმებში, ეს იყო ხორვატების ერთადერთი დარტყმა კარის მიმართულებით. ამ
გოლის შემდეგ, ყველას საქმე მომთავრებულად ეგონა თურქი ფეხბურთელების,
კონკრეტულად კი, შენთურქის გარდა. თურქთა მე-9 ნომერმა, ბოლო წამზე
საჯარიმოს ხაზიდან მოახერხა ძლიერი დარტყმით ანგარიშის გათანაბრება და
მატჩის თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაყვანა.ბილიჩის გუნდიდან გოლის გატანა მხოლოდ სრნამ მოახერხა _ მოდრიჩს და
რაკიტიჩს მიზანმა უმტყუნა, პეტრჩს კი რუშთუმ აჯობა და საკუთარი გუნდი ½
ფინალში გაიყვანა.
თურქები 1/2 ფინალში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან 25 ივნისს
|
|