Fantasy Football Europe
 

24 ივნისი 2008 11:33 ესპანეთი ბრძოლას განაგრძობს
2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის არაგონესმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა, ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე ორთაბრძოლა მოიგო.
ამის შესახებ, ევრო 2008-ის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
“ჩვენი ნაკრების თითოეული წევრის მსგავსად, გამარჯვებით მეც გახარებული ვარ. თუმცა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, გარდა იმისა, რომ მცირე ორთაბრძოლაში გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, ესპანეთმა ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა, მაგრამ კარგი ფეხბურთი არ გვიჩვენებია, ისევე, როგორც იტალიამ ვერ მოახერხა ამის გაკეთება. ესპანეთში დიდი ხანია საუბრობენ, იმის შესახებ, რომ გუნდი დიდი ტურნირების მეოთხედფინალური ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. ახლა, ფინალში გასვლის შანსი გვაქვს. ჩემმა შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ” - აღნიშნა არაგონესმა.
შემდეგ 69 წლის სპეციალისტი რუსებთან მომავალ ნახევარფინალურ დაპირისპირებასაც შეეხო: “ჩვენ სულ სხვა თამაში გველის, იმასთან შედარებით, რომელშიც დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. რუსები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული და დასვენებისთვის ერთი დღით მეტი აქვთ. ჩემი აზრით, რთული მატჩი იქნება, რადგან რუსეთის ნაკრები პიკზეა, რაშიც მათ მიერ ჰოლანდიასთან გამართული შეხვედრის დამატებითმა დრომ დაგვარწმუნა”.

30 ივნისი 2008 11:36 ესპანეთი ჩემპიონია


25 ივნისი 2008 16:35 გერმანია - თურქეთი







19 ივნისი 2008 19:54 ბარძალის გარეშე

19 ივნისი 2008 13:54

ყურადღება!