შემადგენლობის არჩევა:
თითოეულ მოთამაშეს უფლება აქვს ყავდეს მხოლოდ ერთი გუნდი.დანარჩენი გუნდები იქნება წაშლილი. შემადგენლობა უნდა შედგებოდეს:
- 2 მეკარე
- 5 მცველი
- 5 ნახევარმცველი
- 3 თავდამსხმელი
ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი. თავიდან გუნდის ფასმა არ უნდა გადააჭარბოს 100 ერთეულს.
ტაქტიკური სქემები:
ფეხბურთელებისგან რომლებიც თქვენ გყავთ, ყოველი ტურის წინ უნდა შეარჩიოთ ძირითადი შემადგენლობის 11 კაცი. შემადგენლობაში აუცილებელია იყოს ერთი მეკარე და ერთი დავდამსხმელი, სხვა დანარჩენი შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერად.
იმისათვის, რომ ავირჩიოთ ტაქტიკური სქემა, უბრალოდ აირჩიეთ 11 თქვენთვის სასურველი მოთამაშე და კომპიუტერი ავტომატურად დააყენებს შემადგენლობას, თქვენი არჩევანიდან გამომდინარე.
ქულები თქვენთვის მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს მოაქვთ. თუ რომელიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გამოტოვებს შეხვედრას ავტომატურად მის ადგილს დაიკავებს ის სათადარიგო ფეხბურთელი რომელიც პირველი დგას შემომსვლელთა შორის.
ფეხბურთელს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ პოზიციაზე. მაგალითისთვის, მცველს არ შეუძლია ითამაშოს თავდამსხმელის პოზიციაზე.
სათადარიგო ფეხბურთელები:
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ განუსაზღვრელი რაოდენობის ცვლილებები,ძირითადის და სათადარიგო ფეხბურთელებს შორის, ასევე გამოცვალოთ კაპიტანი, თქვენს შემადგენლობაში ტურიდან ტურამდე.
ავტომატური ცვლილებები ხორციელდება მაშინ, როცა უკვე ნათამაშებია ტურის ყველა მატჩი.
კაპიტანი:
თქვენ უნდა დანიშნოთ ერთი ფეხბურთელი თქვენი შემადგენლობიდან კაპიტნად. მის მიერ აღებული ყველა ქულა მიმდინარე ტურში გაორმაგდება.
თუ თქვენი კაპიტანი არ გამოსულა მოედანზე, მაშინ დამატებითი ქულების გამომუშავების შანსი იქნება დაკარგული. მოთამაშეს, რომელიც შემოვა მის მაგივრად არ მიენიჭება კაპიტნის სტატუსი.
ტრანსფერები:
პირველ ტურამდე ტრანსფერები შეგიძლიათ გააკეთოთ უფასოდ და ნებისმიერი რაოდენობით.
ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ყოველ ტურში 1 ტრანსფერი არის უფასო, ყოველ შემდგომ ტრანსფერზე დაგაკლდებათ 4 ქულა.
ქულების დაანგარიშება:
ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ყოველი მატჩის ბოლოს ფეხბურთელები მიიღებენ განსაზღვრული რაოდენობის ქულებს, თამაშის ანგარიშიდან გამომდინარე. დამატებითი დროისგან განსხვავებით, თამაშის შემდგომი პენალტები არ იანგარიშება. ქულები დაიანგარიშება ქვემოთ მითითებული სისტემის მიხედვით:
| მოედანზე გამოსვლისათვის |
1 |
| თუ ფეხბურთელმა მოედანზე დაჰყო 60 წუთზე მეტი |
2 |
| ყოველ მეკარის ან მცველის მიერ გატანილ გოლზე |
6 |
| ყოველ ნახევარმცველის მიერ გატანილ გოლზე |
5 |
| ყოველ თავდამსხმელის მიერ გატანილ გოლზე |
4 |
| ყოველ საგოლე პასზე |
3 |
| მეკარეზე, რომელმაც არ გაუშვა არცერთი გოლი (თუ ითამაშა 60 წუთი) |
4 |
| ყოველ მცველზე, რომლის გუნდმაც არ გაუშვა არცერთი გოლი (თუ ითამაშა 60 წუთი) |
4 |
| ყოველ ნახევარმცველზე, რომლის გუნდმაც არ გაუშვა არცერთი გოლი (თუ ითამაშა 60 წუთი) |
1 |
| ყოველ აღებულ პენალტზე |
5 |
| ყოველ აცილებულ პენალტზე |
-2 |
| ყოველ 2 ბურთზე, რომელიც გაუშვეს თქვენმა მეკარემ და მცველებმა |
-1 |
| ყოველ ყვითელ ბარათზე |
-1 |
| ყოველ წითელ ბარათზე (აღებული ყვითელი ბარათების ჩათვლით) |
-3 |
| ყოველ 3 სეივზე |
1 |
ქულები დაიწერება UEFA –ს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით. ჩვენ არ ვერთვებით ქულების შესახებ შემოსული საჩივრების გარჩევაში. ასევე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ინფორმაციის სისწორეზე.
გადაცემები:
პასი ჩაითვლება საგოლედ, თუ ფეხბურთელი გოლს გაიტანს პარტნიორის უშუალო გადაცემის შემდეგ.
თუ გადაცემის შემდეგ ბურთი მოხვდა რომელიმე ფეხბურთელს, მაგრამ მიმართულება არ შეიცვალა პასი ჩაითვლება საგოლედ.
პასი არ ჩაითვლება საგოლედ ავტოგოლის ან პენალტის შემთხვევაში.
დახმარება:
ყოველვე ამის წაკითხვის შემდეგ თუ მაინც გაგიჩნდათ რამე შეკითხვა, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: support@ff-eu.com
ან დაგვამატოთ Skype–ში : ff-eu.com
გისურვებთ წარმატებებს,
ff-eu.com – ის გუნდი.